2020-07-11
ბრძანება №:16/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№16/29 - 01
01.07.2020
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 19 თებერვლის  №2 სხდომის ოქმის საფუძველზე, 
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. შორენა დავითაია - ,,ენერგოსექტორში  მოქმედი საწარმოების მართვის  გამოწვევები  საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ეკა ჩოხელი                         
1.2. გივი ადეიშვილი - ,,კაპიტალის ბაზრის განვითარების  ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი
1.3. თამარ მიქიაშვილი - ,,გეოეკონომიკური ფაქტორის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე”
მეცნიერ-ხელმძღვანელი:    პროფესორი  რევაზ გველესიანი
1.4. ნინო ნადიბაიძე - ,,აგრარული რისკების დაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  რევაზ გველესიანი
1. 5. ანანო ხიზანიშვილი - ,,სახელმწიფო შესყიდვების  პოლიტიკის პრობლემები და მათი დაძლევის შესაძლებლობები საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  რევაზ გველესიანი
1.6. ვახტანგ დემურია - ,,სიღარიბის დაძლევის ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   ირინა გოგორიშვილი
1.7. გიორგი კრავეიშვილი - ,,ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკა”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ირინა გოგორიშვილი
1.8. ეკატერინე უდესიანი - ,,საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგია”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ირინა გოგორიშვილი
1.9. ნინო ვასაძე - ,,უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მასტიმულირებელი სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი
1.10. ვაჟა სამნიაშვილი - ,,საგადასახადო პოლიტიკის გავლენა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი
1.11. ნიკო ხუციშვილი - ,,ინოვაციური მეწარმეობის  მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი
1.12. ნინო გოგიტიძე - ,,ციფრული მარკეტინგის გამოყენების თავისებურებები და პერსპექტივები საქართველოს ბანკებში”  
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი გიორგი ღაღანიძე

« უკან დაბრუნება