სტუდენტთა საყურადღებოდ! მე-7 საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა [ISBO7]
მე-7 საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა [ISBO7] დაიწყო!
ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 14:00 სთ–ზე,
თსუ-ს მაღლივი კორპუსის №206 აუდიტორიაში
ჩატარდება მე-7 საერთაშორისო სტუდენტური
ბიზნეს ოლიმპიადის პრეზენტაცია.
თსუ-ს მაღლივი კორპუსის №206 აუდიტორიაში
ჩატარდება მე-7 საერთაშორისო სტუდენტური
ბიზნეს ოლიმპიადის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას გაუძღვება ოლიმპიადის ადმინისტრატორი, ბნ. ტარიელ ზივზივაძე.
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა [ISBO7] გამორჩეულ სტუდენტთა ინტელექტუალური ონლაინ ბიზნეს შეჯიბრია. იგი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ბიზნეს განათლების პოპულარიზაციის, წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენისა და წახალისების მიზნით. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისაგან შემდგარ გუნდს. შეჯიბრის მთავარი მექანიზმია სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - B-STRAT. მიმდინარე ოლიმპიადა რიგით მეშვიდეა. პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ოფიციალურ ვებსაიტზე - www.isbo.ge
პროექტის პარტნიორები:
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი [IBSU] - www.ibsu.edu.ge
** ყაზახურ-რუსული საერთაშორისო უნივერსიტეტი [KRMU] - www.krmu.kz
** თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი [TSU] - www.tsu.edu.ge
** გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი [GTTU] - www.gttu.edu.ge
** გ. რობაქიძის უნივერსიტეტი [GRUNI] - www.gruni.edu.ge
** საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი [SEU] – www.seu.edu.ge
** Conference.ge - ბიზნეს საკონსულტაციო საიტი - www.conference.ge
** MARNET Associates LLC – www.marketing.ge
პრიზები და უპირატესობები
ISBO7 თავისი შინაარსით და ჩატარების ფორმატით უნიკალურია: 1) შეჯიბრის ინსტრუმენტი - B-STRAT - სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია, 2) ოლიმპიადა ინტერნეტით მიმდინარეობს, დისტანციური პროგრამით, 3) დაწესებულია უპრეცედენტოდ რეკორდული პრიზი.
ISBO7 საერთო საპრიზო ფონდი მზარდია, 3,000 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 10,000 ლარამდე შეიძლება ავიდეს ოლიმპიადის დასრულების მომენტისათვის. ეს თანხა მინიმუმ 20 საუკეთესო სტუდენტზე განაწილდება. მონაწილეები ასევე მიიღებენ სერტიფიკატებს და პროფესიულ რეკომენდაციებს. მათ შორის პროფესიულ ბიზნეს რეკომენდაციას ბიზნეს სოციალურ ქსელში - LinkedIn.com
ISBO7 უშუალოდ ახორციელებს ბნ. ტარიელ ზივზივაძე, პროექტის ავტორი და მმართველი. პროექტის შესახებ სრული დეტალური ინფორმაცია შეიძლება იხილოთ პროექტის საიტზე - www.isbo.ge ინგლისურ და ქართულ ენებზე.
მონაწილე გუნდების რეგისტრაცია ინტერნეტით მიმდინარეობს 2 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის ფორმის ჩამოტვირთვა შეიძლება პროექტის ოფიციალურ საიტზე - www.isbo.ge