2018-09-17
პირველსემესტრელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი
17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის ეზოში გაიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების საზეიმო შეხვედრა პირველსემესტრელ სტუდენტებთან. ღონისძიების გაიხსნა სტუდენტური ჰიმნით - Gaudeamus igitur.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე; თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური; მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია, საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ შენგელია და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი საბა სახვაძე.
სცენაზე დამონტაჟებული ეკრანიდან სტუდენტებს მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, უნივერსიტეტის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა და ცნობილმა სახეებმა.
ღონისძიების დასასრულს მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ფაულტეტზე ჩარიცხული სამი ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელის დაჯილდოება. პეტრე მერაბიშვილს (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა), ზურაბ კირკიტაძეს (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) და მაკრინე ცქიფურიშვილს (ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა) უნივერსიტეტის სახელით გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და წიგნები.
« იხ. ყველა სიახლე