ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტმა სტუდენტმა სტაჟირება „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიარა.
სტუდენტებს, სტაჟირების გავლის შემდეგ, სერთიფიკატები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და სასტუმრო ბორჯომი ლიკანის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა შალვა ალავერდაშვილმა გადასცეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის მემორანდუმს ხელი ამა წლის 5 ივლისს მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან.