„ნორჩი ეკონომისტის“ სკოლა



2012 წლის 19 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის მოსწავლეთა II კონფერენცია და გამოსაშვები საღამო გაიმართა. „ნორჩი ეკონომისტის სკოლა“ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლე მონაწილეობს. „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ მსმენელებს თსუ პროფესორები ეკონომიკის სხვადასხვა თემატიკაზე პოპულარული ენით უკითხავენ ლექციებს, რათა სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ ეკონომიკითა და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებით.

კონფერენციის ბოლოს გაიმართა საზეიმო ღონისძიება – გამოვლინდა გამარჯვებულები და გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ თსუ რექტორი ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ბატონი აკაკი ხელაძე, თსუ რექტორის თანაშემწე, საბავშვო უნივერსიტეტის კურატორი ქალბატონი მარინა ლომოური და „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი მარი უკლება.