2018-05-13
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შეხვედრა სტუდენტებთან -“ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები“
16 მაისს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლების შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ინფორმირებული და კანონიერი მიგრაციის მხარდაჭერის მიზნით.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, საზღვარგარეთ სწავლა, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია, საქართველოში დაბრუნება, რეინტეგრაცია და სხვა.
გარდა ამ საკითხებისა, ჩატარდება როლური თამაში უვიზო მიმოსვლაზე და მონაწილეებს მიეცემათ საშუალება სტატიაზე დაყრდნობით, მოაწყონ ჯგუფური დისკუსია ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგის ნიშნებზე.
პროექტი ხორციელდება ევრიკავშირის მხარდაჭერით.

გთხოვთ მობრძანდეთ!
« იხ. ყველა სიახლე