თუ ხარ ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულების მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, გაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და სურვილი, რომ იმუშაო ურთულეს მენეჯერულ ამოცანებზე და მიიღო უდიდესი გამოცდილება, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა!
პოზიციის დასახელება: თასქ მენეჯერი
ძირითადი ამოცანები:
1. პორტფელის დირექტორების და სტრატეგიული განვითარების მენეჯერების დახმარება პორტფელურ კომპანიებში არსებული მიმდინარე და განვითარების ამოცანების გააზრებასა და გადაწყვეტილებების პოვნაში
2. საკონსულტაციო პროექტებში ჩართულობა: ინტერვიუებზე დასწრება/ჩატარება, სტრატეგიული, სტრუქტურული და სხვა სახის გადაწყვეტილებების დამუშავება, საბოლოო დოკუმენტების მომზადება და ა.შ.
3. სინერჯი ჯგუფის შიდა ორგანიზაციული განვითარების ამოცანებზე მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ:
• სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
• სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან შეთავსებად სამუშაო გრაფიკს
• კარიერული განვითარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა:
https://goo.gl/forms/FT4FDP1SA1fmBQ7z2
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს ან ფეისბუქ გვერდს:
http://synergy.ge/
https://www.facebook.com/SynergyGroupGeo/
კომპანიის შესახებ: სინერჯი ჯგუფი არის მმართველობითი საკონსულტაციო
კომპანია, რომელსაც 1999 წლიდან განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი
საკონსულტაციო პროექტი 150-ზე მეტ წარმატებულ ორგანიზაციასთან. გარდა
საკონსულტაციო პროექტებისა, დღეს უკვე სინერჯი ჯგუფი მართავს ან
მეთვალყურეობას უწევს არაერთ წარმატებულ და პერსპექტიულ კომპანიას.