საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG -ის ლექცია-სემინარების კურსი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია
KPMG
გრძელდება ლექცია-სემინარების კურსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ლექცია-სემინარებზე მოწვეულნი არიან
ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების და
მაგისტრატურის სტუდენტები.
KPMG
გრძელდება ლექცია-სემინარების კურსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
ლექცია-სემინარებზე მოწვეულნი არიან
ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების და
მაგისტრატურის სტუდენტები.
KPMG ლექციების უმთავრესი მიაზნია დაეხმაროს სტუდენტს იყოს მზად მომავალი სამსახურისთვის, განუვითაროს საჭირო უნარები და მიიღოს ინფორმაცია ახალი შესაძლებლობების შესახებ. KPMG-ს ლექციები მისცემს სტუდენტს არა მარტო აუდიტის და მასთან დაკავშირებული პროცედურებისა თუ საქმიანობის დეტალურ ცოდნას, არამედ, დაეხმარება სტუდენტს შემდეგში:
• იყოს მზად სამსახურში მისაღებ ნებისმიერი ტესტირებისთვის;
• მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობენ საერთაშორისო კომპანიები საქართველოში;
• რა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო BIG 4-ში;
• მარკეტინგულ და სოციალურ პროექტებში ჩართულობა და მათი მომზადება;
• სამუშაო გამოცდილების შესაძლებლობა საზღვარგარეთ;
• რუსული და ინგლისური ენის სწრაფი შესწავლის კონსულტაცია.
ლექციებს უძღვებიან KPMG-ს უცხოელი და ქართველი ხელმძღვანელები, საერთაშორისო ექსპერტები.
სამუშაო ენა ინგლისური.
სულ დაგეგმილია 6 სალექციო დღე: -11 მარტი (ორშაბათი); -14 მარტი (ხუთშაბათი); -18 მარტი (ორშაბათი); -25 მარტი (ორშაბათი); -01 აპრილი (ორშაბათი); -15 აპრილი (ორშაბათი).
ლექციები ტარდება თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, დასაწყისი 15:00 საათზე.