2018-05-31
,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის“ პროფესიული მოდულური პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული გასვლითი ტური
მიმდინარე წლის 19-20 მაისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელებული პროფესიული მოდულური პროგრამის ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი) სასწავლო მოდულის ,,დასავლეთ საქართველოში ტურის განხორციელება“ ფარგლებში, შედგა გასვლითი სასწავლო ტური: თბილისი-სენაკი-ნაქალაქევი-ოკაცეს კანიონი-ქუთაისი-პრომეთეს მღვიმე-სათაფლია-ბაგრატი-გელათი-მოწამეთა-თბილისი.
ტურში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. წინასწარ, პედაგოგებთან ერთად მოხდა მოსანახულებელი დანიშნულების ადგილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და საექსკურსიო პროგრამის მომზადება.
ადგილზე ჩასულ სტუდენტებს მიეცათ საშუალება თვითონ ყოფილიყვნენ გიდები და დამოუკიდებლად წარემართათ ექსკურსიები. ტურის დასრულების შემდეგ ხდებოდა სტუდენტის შეფასება, იმართებოდა დისკუსიები. შენიშვნებსა და წინადადებებს სტუდენტები ინიშნავდნენ და ითვალისწინებდნენ შემდგომი ექსკურსიის ჩატარების დროს. აღნიშნული პრაქტიკული აქტივობა სტუდენტებს დაეხმარათ გიდის ხელოვნების დაუფლებასა და შესაბამის შედეგებზე გასვლაში.
სასწავლო გასვლითი ტურის შესახებ ინფორმაცია და ამსახველი ფოტო-ვიდეო დოკუმენტები განთავსებულია თსუ ტურიზმის კვლევითი ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე.
« იხ. ყველა სიახლე