მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD), ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ ENIGMMA 2-ის (მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში, ა.წ. 29 ნოემბერს შეხვედრა გამართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებლებთან.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და სერვისების განვთარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს მიგრაციული პროცესების მთავარ მახასიათებლებზე საქართველოში და მიგრაციის მართვის არსებულ ინსტრუმენტებზე.