ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-24

სამეწარმეო განათლების აქტივაცია დღის წესრიგში

2018 წლის 16 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოში ევროპელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა სამეწარმეო განათლებასთან დაკავშირებით. ევროპის სასწავლო ფონდის (ევროკავშირის სააგენტოს) წარმომადგენლებმა ოლენა ბეკმა და ტიმო კუსელამ შეხვედრის მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს გააცნეს ფონდის მისია და მიზნები. საუბარი შეეხო მეწარმეობის აქტივაციის პერსპექტივებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭრის შესაძლებლობებს ევროპული მეწარმეობის კომპეტენციის ჩარჩოსა (EntreComp) და ევროპის ციფრული კომპეტენციის ჩარჩოს (DigComp) საფუძველზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ინეზა გაგნიძე, ნინო პაპაჩაშვილი, დავით სიხარულიძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე