2018-09-14

წელს ეკონომისტის პროფესიული დღე 14 სექტემბერს აღინიშნება, გილოცავთ!


ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორებო!

პატივი გვაქვს მოგილოცოთ ეკონომისტის პროფესიული დღე, რომელიც საქართველოში აღინიშნება ყოველ წელს, სექტემბრის თვის მეორე პარასკევს,  შესაბამისად, 2018 წელს, ასეთი დღე 14 სექტემბერია .

განსაკუთრებით გვინდა მივულოცო ეს დღე პირველკურსელებს, მათ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს თავისი პროფესიის არჩევისას.

ეს დღე არის კარგი საშუალება, რათა კიდევ ერთხელ ერთად გავიაზროთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკას სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების საქმეში.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, საქართველოს ყველა ეკონომისტს გულითადად ვულოცავთ ეკონომისტის დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ თავიანთ საქმიანობაში ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის!

Print

« იხ. ყველა სიახლე