ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის III საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები"

ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

III  საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები"


2012 წლის 20 დეკემბერი, 10.00 საათი
თსუ მაღლივი კორპუსი
თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა - 2,  აუდიტორია 206
 
თემატიკა: ეკონომიკა და ბიზნესი.

  !!!  გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ კონფერენციაზე დაშვების აუცილებელ პირობებს !!!

  ნაშრომის კონფერენციაზე დასაშვებად აუცილებელია:
1.     წარმოდგენილი ნაშრომის სრულ ტექსტში გამოკვეთილად უნდა  ჩანდეს :

-          თემის აქტუალობა,
-          ჩატარებული კვლევა,
-          დასკვნა ჩატარებული კვლევის შედეგ(ებ)ის შესახებ,
-          კვლევის დროს გამოყენებული ლიტერატურა.
 
2.    საკონფერენციო ნაშრომის სტრუქტურა ასეთი უნდა იყოს:

•    შესავალი;
•    ძირითადი ნაწილი;
•    დასკვნა.

-    შესავალ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს: თემის არსი (აღწერა), აქტუალობა და ნაშრომის მიზანი.
-    ძირითადი ნაწილი მოიცავს საკითხის დეტალურ განხილვას, კვლევას და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენას.
-    დასკვნითი ნაწილი მოიცავს თემის ძირითადი ნაწილის შეჯამებას და მასში წარმოდგენილი  პრობლემეების გადაჭრის სტუდენტისეულ ხედვას.
3.    ხელმძღვანელის (პროფესორის) მიერ რეცენზიაში აუცილებლად უნდა აისახოს, თუ რომელი კონკრეტული სფეროს კვლევაა ჩატარებული სტუდენტის მიერ, რა კრიტერიუმებით შეფასდა ეს ნაშრომი, რა შედეგი/დასკვნაა მოცემული სარეცენზიო ნაშრომში და იმსახურებს თუ არა ეს ნაშრომი კონფერენციაზე დაშვებას.
 
 
აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები:
 
1.    მოხსენების თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმძღვანელის  (პროფესორის) სათანადო რეცენზიით (ხელმოწერილი და დასკანერებული).

2. მოხსენება უნდა იყოს ელექტრონული  სახით:
- Word, სტილი – Normal, ფონტი - Sylfaen, შრიფტი - 12, ინტერვალი - 1,5.
- ველების დაშორება: მარჯვენა–მარცხენა მხარეს – 2,5 სმ და 2,5 სმ, ზედა და ქვედა - 2 სმ და 2,5სმ.
- ცხრილები, სქემები და ფორმულები წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი პროგრამით.
3. ნაშრომის მოცულობა ციფრულად ნაბეჭდ  A4 ფორმატში არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს და არ უნდა იყოს 5 გვერდზე ნაკლები.
4. ერთ თემაზე მომხსენებელთა რაოდენობა - არაუმეტეს ორი სტუდენტისგან შექმნილი ჯგუფი.
 
              რეგისტრაციისთვის და მოხსენების გამოსაგზავნად აუცილებელი თარიღები:
 -     რეგისტრაცია - 15 ნოემბრის ჩათვლით;
-     მოხსენების სრული ტექსტი, პრეზენტაციის მასალები (PowerPoint-ში) და ხელმძღვანელის რეცენზია (ხელმოწერილი და დასკანერებული  სახით) უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს -  30 ნოემბრის ჩათვლით;
-  შეტყობინება კონფერენციაზე მოხსენების დაშვების (ან არდაშვების) შესახებ გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. მისამართზე -  7 დეკემბრამდე;
 
           დამატებითი მოთხოვნები:
            თვალსაჩინოებები მოხსენებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს PowerPoint-ში (მოხსენებებისთვის დაგეთმობათ  - 5 წუთი. კითხვა-პასუხისთვის - 3 წუთი).
ნაშრომის ელექტრონული ვარიანტი (Word-ში აკრეფილი)  და  ხელმძღვანელის რეცენზია (ხელმოწერილი და დასკანერებული სახით) შეგიძლიათ გამოგზავნოთ e-mail -ზე: innova@tsu.ge
  გამოგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 30 ნოემბერი.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული:

     I, II და III ადგილებზე გასულ მომხსენებლებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.
     ყველა მომხსენებლი მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.