2018-03-23
ინფორმაცია „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
26 მარტს, 17 საათზე, თსუ პირველ კორპუსში, აუდ. 07 გაიმართება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა/პრეზენტაცია "1+4 პროგრამით" მოსარგებლე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.
შეხვედრაზე დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ პასუხები სტაჟირების პროცედურებთან დაკავშირებით (რა არის საჭირო სტაჟირებაში მონაწილეობისთვის, როგორ უნდა გაიაროთ ეს პროცედურები და ა.შ.)
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
სტაჟირების პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებები იხილეთ შემდეგ მისამართზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTHoLcjamQUAruSY5AIOanVKrXR3YVWaW5t8s9hDw9vqC5Xg/viewform
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა, 31 მარტამდე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/48371?active=1

« იხ. ყველა სიახლე