საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატება
2012 წლის 11-13 აპრილს იტალიაში, რომის „ტორ ვერგატა“-ს უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლაში ჩატარდა საზოგადოებრივი მართვის სამეცნიერო XVI საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციის ხელმძღვანელები: პრეზიდენტი – ედინბურგის ბიზნეს-სკოლის პროფესორი სტივენ პ. ოსბორნი, რომის „ტორ ვერგატა“-ს უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი დენიტა ცეპაკუ და ა.შ. კონფერენციის თანაორგანიზატორები: იტალიის ეკონომიკისა და საერთაშორისო კვლევის ცენტრი (CEIS), იტალიის საჯარო მართვის სკოლა (SSPA) და სხვა. პატრონაჟს უწევდნენ: იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იტალიის ბიზნესის აკადემია (AIDEA) და იტალიის რეგიონალური მეცნიერების ასოციაცია (AISRe).
კონფერენცია ეხებოდა საჯარო მმართველობაში არსებული პრობლემების აღქმისა და რიგი შეუთავსებლობის აღმოფხვრის საკითხებს (მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სფეროში) არასტაბილურ პერიოდში.
კონფერენციაზე მოხსენების პრეზენტაციის ნაწილში წარმოდგენილი იყო 69 ქვეყნის 1777 ავტორის თეზისი, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მოწვეული პროფესორის რუსუდან სეთურიძისა და ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის ეკა ლეკაშვილის ნაშრომი „საქართველოს საბაჟო სისტემაში რეალიზებული რეფორმები და წინააღმდეგობები“ . კონფერენციის ექსპერტთა ჯგუფმა დადებითი რეცენზია მისცა წარმოდგენილ ნაშრომს.
კონფერენციაზე პროფესორ რუსუდან სეთურიძის მოხსენების პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სექციის ხელმძღვანელმა პროფ. გორინიმ დადებითად შეაფასა მოხსენება. დიდი ინტერესი გამოვლინდა კონფერენციის მონაწილეების მხრიდანაც. პროფესორმა რუსუდან სეთურიძემ მომავალ საერთაშორისო კონფერენციებზეც მიიღო მიწვევები. დაისახა მეცნიერული კვლევის და ერთობლივი პროგრამების სამომავლო გეგმები.
პროფესორები რუსუდან სეთურიძე და ეკა ლეკაშვილი გახდნენ საჯარო მართვის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრული წევრები. კრებულის სახით გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეთა მოხსენებების თეზისები.
საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში უნივერსიტეტის პროფესორების წარმატებული ინტეგრაცია ხელს შეუწყობს უახლესი სამეცნიერო მიდგომების გაცნობას და მეცნიერული აქტივობის ხარისხს.

|
|