2018-04-11
საერთაშორისო აკადემიური სემინარი ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ისრაელი) ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე
ნეგევის (ისრაელის სამხრეთი რეგიონი) ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ბგუ) ძირითადი ნაწილი განლაგებულია ქალაქ ბეერ შევაში. ბგუ არის ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო და კვლევითი უნივერსიტეტი და ლიდერობს მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. უნივერსიტეტში სწავლობს 20 000-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო და სასწავლო სტრუქტურული ერთეულია ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.
2018 წლის იანვრის ბოლოს ძალაში შევიდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბენ-გურიონის უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებში დაიგეგმა და 10-15 მარტს ჩატარდა საერთაშორისო აკადემიური სემინარი ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე.
სემინარის ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი იყო ბგუ-ის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, რომლის სპეციალური მოწვევის საფუძველზე ისრაელში გაემგზავრა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთა და სტუდენტთა დელეგაცია. თანაორგანიზატორობის ფუნქცია შეასრულეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრმა „იდეამ“.
11 მარტს ქართული დელეგაცია ესტუმრა სარწყავი და სასათბურე სისტემების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია „ნეტაფიმის“ სათავო ოფისს, სადაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა საინტერესო მოხსენება კომპანიის მუშაობის შესახებ. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები სოფლის მეურნეობაში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მნიშვნელობისა და საქართველოში მისი წარმატებით დანერგვის შესახებ. იმავე დღეს ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, პროფესორ რ. ალბინთან (ისრაელი) ერთად, გაემგზავრნენ იერუსალიმში და მოილოცეს ქრისტეს აღდგომის ტაძარი.
12 მარტს მოვინახულეთ ბგუ-ის სამეცნიერო, სასწავლო და ადმინისტრაციული კორპუსები. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების ოფისის დირექტორთან სტავი ბარამთან და ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ოდედ ლოვენგარტთან. გაგვაცნეს უნივერსიტეტის სტრუქტურა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო და სასწავლო მუშაობის ძირითად მიმართულებები. მნიშვნელოვანი იყო ბგუ-ის მხრიდან მიღებული შემოთავაზებები სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის თაობაზე.
13 მარტს, სემინარის პროგრამის თანახმად, თსუ-ის დელეგაცია 2 ნაწილად გაიყო.
ბგუ-ის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხსენებებით გამოვიდნენ პროფ. თ. ბერიძე („გარდამავალი ეკონომიკის ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა - კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპები“) და პროფ. დ. ნარმანია (“საქართველო-ისრაელის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა: განვითარების ადმინისტრირება”). დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჩვენი დელეგაციის წევრები: პროფესორები ე. მექვაბიშვილი, რ. გველესიანი, ე. ხარაიშვილი და ბგუ-ის პროფესორები: ჰ. ბარ-გერა, რ. ბარ-ელი, შ. ჰარტალი, ი. ტურბინერი, ი. შავიტი, ჰ. კათზი, მ. მალული.
თსუ-ის დელეგაციის მეორე ნაწილი (პროფ. ი. ხელაშვილი, ასოცირებული პროფ. გ. შიხაშვილი, ა. მიქაბერიძე და სტუდენტები: მ. მჭედლიშვილი, მ. ქვრივიშვილი, ნ. თოდუა, ს. სახვაძე, თ. ჩუბინიძე, მ. შვანგირაძე, ა. ყუბანეიშვილი) გაემგზავრა ქალაქ ეილატში, სადაც დაათვალიერეს ბგუ-ის სასტუმროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის კამპუსი და დაესწრნენ დოქტორ ი. ბელჰასენის ლექციას ეილატში ტურიზმის განვითარების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დეპარტამენტის აკადემიური დირექტორი, პროფესორი ი. ფორია (ისრაელი) და ჩვენი დელეგაციის წევრები.
14 მარტს გაიმართა საჯარო პოლიტიკის და ტურიზმის დეპარტამენტების კოლოქვიუმები, რომლებზეც მოხსენებებით გამოვიდნენ პროფ. ე. ხარაიშვილი (,,სოფლის მეურნეობის განვითარების შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ისრაელში”), პროფ. ე. მექვაბიშვილი (,,საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტის პოტენციალი: თანამედროვეობა და პერსპექტივები”) და პროფ. ი. ხელაშვილი (,,მდგრადი ტურიზმის განვითარება საქართველოში: პოტენციალი და პრობლემები”). კოლოქვიუმებს ესწრებოდნენ და დისკუსიებში მონაწილეობდნენ ბგუ-ის პროფესორები (ფ. იუვალი, ა. შანი, ი. ფორია) და თსუ-ის დელეგაციის წევრები.
იმავე დღეს გაიმართა ბგუ-ისა და თსუ-ის სტუდენტების შეხვედრა და მოხსენებების წარდგენა (მოდერატორი - ასოცირებული პროფ. გ. შიხაშვილი). მოხსენებებით გამოვიდნენ სტუდენტური გუნდები: 1) მ. მჭედლიშვილი, მ. ქვრივიშვილი („ისრაელის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევა სტუდენტურ ცენტრ ,,იდეაში“); 2) ნ. თოდუა, ს. სახვაძე („ისრაელის ეკონომიკური სასწაულები“); 3) თ. ჩუბინიძე, მ. შვანგირაძე, ა. ყუბანეიშვილი („მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში - წარსული, აწმყო, მომავალი“). დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბგუ-ისა და თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები. იმსჯელეს ცენტრ „იდეას“ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. გამოითქვა მოსაზრებები ბგუ-ში ანალოგიური სტუდენტური ცენტრის ჩამოყალიბებისა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ.
15 მარტს ქართული დელეგაცია გაეცნო მკვდარი ზღვის ქიმიური ქარხნისა და ქალაქ ჰურას სოციალური საწარმოს მუშაობას, აგრეთვე ბედუინთა თემის ცხოვრებას.
მთლიანობაში, ბენ გურიონის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე 10-15 მარტს ჩატარებული აკადემიური სემინარი იყო მეტად საინტერესო, შემოქმედებითი და წარმატებული. მოხდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-სასწავლო გამოცდილების გაზიარება, დაისახა სამომავლო ურთიერთობების გეგმები, რაც უთუოდ წაადგება ორი უნივერსიტეტის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

გიორგი შიხაშვილი
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ
„იდეას“ დირექტორი

« იხ. ყველა სიახლე