სახელმძღვანელოს ,,სოციალური სტატისტიკა მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის“ პრეზენტაცია
25 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა სახელმძღვანელოს, ,სოციალური სტატისტიკა მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის“ პრეზენტაცია.
წიგნი ითარგმნა ინგლისურიდან და გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი დაფინანსებით.
მის თარგმნასა და გამოცემას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა:
სამეცნიერო რედაქტორი: სრული პროფესორი სიმონ გელაშვილი,
რედაქტორი: სრული პროფესორი ქეთევან მარშავა,
მთარგმნელები: პროფესორები მარინე მინდორაშვილი და გიორგი ყუფარაძე.
აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოყენებას ფართო არეალი გააჩნია: მეთოდოლოგიურ საკითხებთან ერთად მასში მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო ციფრობრივი მონაცემებია მოტანილი და გაანალიზებული აშშ–ის სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან. ამიტომ იგი გამოადგება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მკვლევარებს და პრაქტიკოს სპეციალისტებს.