2018-07-23
სტუდენტთა საყურადღებოდ! სტაჟირება სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტში
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და სასწავლო დაწესებულებებთან, რათა სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ, რომ მიღებული აკადემიური ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და დაეუფლონ სხვადასხვა უნარებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას და კარიერულ წინსვლას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 100 წლის იუბილის ფარგლებში გამართულ კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა-ს მადლობის სიგელი გადასცა.
ამჯერადაც თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა-ს ლოგისტიკის დეპარტამენტში აღრიცხვის მიმართულებით.
პრაქტიკის გავლა შეუძლიათ სტუდენტებს მეორე კურსიდან და მნიშვნელობა არ აქვს GPA-ს და არჩეულ მოდულს.
"დელტა"-ს საშუალოდ 10 სტუდენტის მიღება შეუძლია პერიოდულად. აღნიშნული შემოთავაზება არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და პირველი აგვისტოდან დაწყებული, ყოველთვე დავუკავშირდებით დაინტერესებულ სტუდენტებს. ყოველი სამ თვიანი პრაქტიკის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: taspanidze@delta.gov.ge და დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ქალბატონ თეონა ასპანიძეს მითითებულ ფოსტაზე ან ნომერზე: 598 353 363.

« იხ. ყველა სიახლე