ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-28

საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლების მე-12 კლასელებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის ხელმძღვანელობით, 2018 წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში, სისტემატიურად აწყობდნენ გასვლით შეხვედრებს თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრები შედგა შემდეგ სკოლებში:

1. სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (23.10. 2018 წ.);
2. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N 42 საჯარო სკოლა (21.11. 2018 წ.);
3. ქალაქ თბილისის N 128 საჯარო სკოლა (26.11.2018 წ.);
4. ქალაქ თბილისის N 117 საჯარო სკოლა (27.11.2018 წ.);
5. ქალაქ თბილისის  N 20 საჯარო სკოლა (3.12. 2018 წ.);
6. ქალაქ თბილისის N 52 საჯარო სკოლა (6.12.2018 წ.);
7. სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (7.12.2018 წ.);
8. ქალაქ თბილისის N 31 საჯარო სკოლა (10.12.2018 წ.);
9. ქალაქ თბილისის N 77 საჯარო სკოლა (11.12.2018 წ.);
10. ქალაქ თბილისის N 47 საჯარო სკოლა (12.12.2018 წ.);
11. პირველი ექსპერიმენტალური საჯარო სკოლა (17.12.2018 წ.)

მომავალი აბიტურიენტები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ ჩვენი ასწლოვანი დედა უნივერსიტეტისა და კერძოდ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ძლიერ მხარეებს, მიღწევებსა და შესაძლებლობებს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ამგვარ შეხვედრებში ხშირად ერთვებოდნენ ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც შესაბამისი სკოლის ყოფილი მოსწავლეები იყვნენ.

მე-12 კლასელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

საჯარო სკოლებში ვიზიტები გაგრძელდება.




















Print

« იხ. ყველა სიახლე