მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
•დოკუმენტაციის მიღება –
30 აგვისტო - 4 სექტემბერი;
•ფაკულტეტის მიერ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება –
5-7 სექტემბერი;
•მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –
10-11 სექტემბერი;
•ჩასარიცხ
პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ -
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში -
14 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები (იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველებისათვის, რომლებსაც წინაპირობად აქვთ გამოცდის ჩაბარება):
•უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 5 სექტემბერი (10 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი (17 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
•გასაუბრება სპეციალობაში - 10 სექტემბერი.
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ს
ათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა)
განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ)
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი)
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება –
2018 წლის 4-6 სექტემბერი;
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს
თანხმობას/უარსსწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70; (+995 32) 2 29 08 07.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 41 81; (+995 32) 2 30 36 71.
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74)).
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69.