2017-10-17
ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე "ფორსაიტ-მენეჯმენტი: განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა."
2017 წლის 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში საზეიმოდ გაიხსნება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე "ფორსაიტ-მენეჯმენტი: განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა."
აღნიშნული კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ბელორუსიის წამყვანი უნივერსიტეტები, კერძოდ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხერსონის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ოდესის ი. ჯ. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი, ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხერსონის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელორუსიის ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი და სხვა.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებისათვის, პროგრამის ფარგლებში, რომელიც 24 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, გათვალისწინებულია ქართული ინოვაციური საწარმოთა გამოცდილების გაზიარება, კონფერენციის უცხოელი მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ტექნო-პარკის, ფაბლაბისა და ბლუმბერგის ლაბორატორიების საქმიანობას. დაგეგმილია კონსალტინგის ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრა-ტრეინინგი. კონფერენციის პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს.

« იხ. ყველა სიახლე