ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-12

„სწავლის ხელშეწყობის ფონდის “ განცხადება


საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული  (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით. ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

•    შევსებული ანკეტა (ჩამოტვირთეთ აქ)
•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    სტუდენტის სასწავლო ბარათი;
•    ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
•    სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

საბუთები მიიღება: 2018 წლის  15 თებერვლიდან 22 თებერვლამდე (ჩათვლით);
მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.30 სთ-მდე. შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი:  თბილისი, უნივერსიტეტის ქ.  N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,  მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონები: 2 303 217; მობ: 593 273 092; 571 626 320;


Print

« იხ. ყველა სიახლე