ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-22

ფრედ რ. დევიდისა და ფორესტ რ. დევიდის ცნობილი ამერიკული სახელმძღვანელოს „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია

22 მაისს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული ფრედ რ. დევიდისა (Fred R. David) და ფორესტ რ. დევიდის (Forest R. David) ცნობილი ამერიკული სახელმძღვანელოს „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ (Strategic Management – Concepts and Cases) გლობალური გამოცემის (Global Edition) მეთხუთმეტე გამოცემის ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე; უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნუნუ ოვსიანიკოვა; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე; ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

წიგნის თარგმანი დაფინანსდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში. პროექტის წარდგენა განახორციელა თსუ პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი შალვა მაჭავარიანი. მთარგმნელობით ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თსუ-ის პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და სეუ-ის პროფესორი გელა გრიგოლაშვილი.

აღნიშნული სახელმძღვანელოს ავტორები არიან მამა-შვილი ფრედ. რ და ფორესტ. რ. დევიდები. მათ გამოქვეყნებული აქვთ 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია მსოფლიოს საუკეთესო გამოცემებში. მათი ერთობლივი სტატია „რას აკეთებენ ბიზნესის სკოლები დღეს ბიზნესისთვის?“, რომელიც 2011 წელს Business Horizons-ში გამოქვეყნდა, ბიზნესის მრავალი სკოლის სასწავლო გეგმის მიმართ ხედვის ცვლილება გამოიწვია.

„სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, მკვლევარებს, მენეჯერებს და დაინტერესებულ პირებს შეისწავლონ და გაეცნონ ნებისმიერი ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოაყალიბების, განახორციელებისა და შეაფასოების თანამედროვე პრინციპებსა და ტენდენციებს.


Print

« იხ. ყველა სიახლე