2018 წლის 22-24 იანვარს ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტში (რომელიც უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში პირველ 300 უნივერსიტეტს შორისაა) გაიმართა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratory - BSLab) მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ციფრულ ერაში პასუხისმგებლიანი მომავლის შექმნა: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის ახალი გზის კვლევა“ (5th Business Systems Laboratory International Symposium Cocreating Responsible Futures in the Digital Age:Exploring new paths towards economic, social and environmental Sustainabilityhttp://bslab-symposium.net/Napoli-2018/BSLAB-Symposium-Napoli-2018.htm).
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 106 მონაწილემ 30 ქვეყნიდან.
ქვემოთ დასახელებული 9 მოხსენების წარსადგენად სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან მიწვეულმა 7 აკადემიურმა პერსონალმა:
1. ვესპერი ვალტერი, გაგნიძე ინეზა, საუნივერსიტეტო სისტემის ხელახალი გააზრება: სამეწარმეო უნივერსიტეტისკენ (Vesperi, W., Gagnidze, I., Rethink university system: toward entrepreneurial university);
2. გაგნიძე ინეზა, პაპაჩაშვილი ნინო, პაპაჩაშვილი თამარი, მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის სრულყოფის შესაძლებლობები (Gagnidze, I., Papachashvili, N., Papachashvili, T., Possibilities of Improvement of Green Economy Policymaking);
3. გოგორიშვილი ირინა, მცირე და საშუალო ბიზნესის პერსპექტივა ციფრული ეკონომიკის განვითარების პროცესში (Gogorishvili, I., Small and Medium Enterprise Perspective in the Development of Digital Economy);
4. ნაცვლიშვილი ია, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელებისას დანახარჯი-სარგებლის ანალიზის გამოყენების თეორიული საფუძვლები (Natsvlishvili, I., Theoretical Aspects of Using Cost-Benefit Analysis in Implementation of Competition Policy);
5. ოქრუაშვილი ნანული, რეგიონის იმიჯი და მისი ფორმირების მარკეტინგული სტრატეგიები(Okruashvili, N., The Image of the Region and Marketing Strategies for its Formation);
6. ოქრუაშვილი ნანული, უმაღლესი განათლების მარკეტინგის განვითარების პერსპექტივები საქართველოში (Okruashvili, N., Higher Education Marketing Development Prospects in Georgia);
7. სეფაშვილი ეკა, ინოვაციური კლასტერები - მოდელი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად (Sepashvili, E., Innovative Clusters – A model for Rising International Competitiveness);
8. ფარესაშვილი ნინო, კონფლიქტი - საზოგადოების განვითარების მარადიული და გარდაუვალი პროცესი (Paresashvili, N., A Conflict – Eternal and Inevitable Process of Society’s Development);
9. სეთურიძე რუსუდანი, ელექტრონული საბაჟოს გამოწვევები და პრობლემები განვითარებად ქვეყნებში: საქართველოს მაგალითზე (Seturidze, R., Challenges and Problems of E-Customs in Developing Countries: the Case of Georgia).
სიმპოზიუმზე წარდგენილმა მოხსენებებმა გამოიწვია მონაწილეთა ინტერესი, დაისვა შეკითხვები, გაიმართა კამათი.
ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში სისტემატიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარების შედეგად მიმდინარე წელს გაიზარდა ამ საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს ქართველ წევრთა რიცხვი, კერძოდ, არსებულ წევრთა შემადგენლობას (ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძე და ასოც. პროფ. ნინო პაპაჩაშვილი) დაემატა ასოც. პროფ. ეკა სეფაშვილი (http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=196&Itemid=58&lang=en), ასოც. პროფ. ია ნაცვლიშვილი (http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=197&Itemid=58&lang=en) და ასისტ. პროფ. რუსუდან სეთურიძე (http://www.bslaboratory.net/web/index.php?option=com_content&view=article&id=203&Itemid=58&lang=en ).
საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შედგა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის ხელმძღვანელებისა და წევრთა შეხვედრები ორგანიზაციის სტრუქტურაში არსებულ სხვადასხვა საბჭოების წევრებსა და საერთაშორსიო სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფების ხელმძღვანელებთან. ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის წევრებისთვის შეთავაზებული იქნა კვლევითი თემატიკის მიხედვით სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით ჯგუფებში გაერთიანება.
განხილული იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში უცხოელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი სტატიების გამოქვეყნებისა და ევროკავშირის სამეცნიერო ფონდების კონკურსებში ერთობლივად მონაწილეობის საკითხები.
მიღწეული შედეგები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სამომავლოდ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარებთან სამეცნიერო კავშირები უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება ახალი მიმართულებებით.