2017-11-06

კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დიმიტრი ლუკიანენკოს ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

6 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული  უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი თსუ-სა და კიევის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი რექტორებმა: გიორგი შარვაშიძემ და დმიტრო ლუკიანენკომ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დმიტრო ლუკიანენკომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „გლობალური ეკონომიკა: იმპერატივები და ასიმეტრიები.“






Print

« იხ. ყველა სიახლე