შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა პროფესორმა ნინო აბესაძემ
ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო აბესაძემ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი და 2013 წლის 24-26 აპრილს მიემგზავრება ქალაქ კაუნასში (ლიტვა), კაუნასის ტექნოლოგიuri უნივერსიტეტის მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,ეკონომიკა და მენეჯმენტი” (ICEM-2013) მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაზე ნინო აბესაძის მიერ წარმოდგენილი იქნება მოხსენება თემაზე: ,,დასაქმების გენდერული სტატისტიკის სრულყოფის მეთოდოლოგიური საკითხები“.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ქალბატონ ნინო აბესაძეს ამ წარმატებას.