,მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია’’ (ASBCD) გიწვევთ!!! ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, საფაკულტეტო /საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად

თემაზე:

,,საგადასახადო სისტემა  და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები საქართველოში’’

თბილისი, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის (206-ე) აუდიტორია;
2013 წლის 6 აპრილი, შაბათი; დასაწყისი: 14:00 სთ.


ძირითადი მიმართულებები და საორიენტაციო საკითხები:
1.    საინვესტიციო გარემო საქართველოში და ინვესტიციების მოზიდვაზე მოქმედი ფაქტორები. საგარეო ვაჭრობის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის;
2.    ეკონომიკური ზრდის ფაქტორების მიმოხილვა და ანალიზი;
3.    საქართველოს ბიზნესის იურიდული ფორმების მიმოხილვა (მათი ნაკლოვენებების და უპირატესოებები);
4.    მცირე ბიზნესსექტორის ანალიზი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის;
5.    მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები;
6.    ფისკალური პოლიტიკა;
7.    სახელმწიფო ფინანსების ზოგადი მაჩვენებლები (ხარჯების და შემოსავლების სტრუქტურა);
8.    საგადასახადო კანონმდებლობა და მისი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისათვის;
9.    გადასახადები და მათი განაკვეთები, შემცირებით ან ზრდით განპირობებული შედეგები;
10.    საგადასახადო კოდექსის ცვლილებები და მისი მოსალოდნელი ეფექტები.


კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეობის მსურველებმა თავდაპირველად უნდა წარმოადგინოთ აბსტრაქტი (თეზისები), ანუ მოკლე მონახაზი იმისა, რასაც თქვენი ნაშრომები შეეხება და რომელთა საფუძველზეც შეირჩევა საუკეთესო 30 მონაწილე. შერჩეულმა 30-მა მონაწილემ შემდგომ უკვე უნდა გამოაგზავნოს საკონფერნციო ნაშრომები, რომელთა საფუძველზეც მოხდება 10 მომხსენებლის შერჩევა. კონფერენცია გაიმართება 6 აპრილს.

ძირითადი თარიღები (არა უგვიანეს):
1)    20 მარტი   -   თეზისების გამოგზავნა;
2)    1 აპრილი  -   ნაშრომების გამოგზავნა;
3)    4 აპრილი -  შერჩეული მომხსენებლები აგზავნიან Power Point-ში დამზადებ-ულ საპრეზენტაციო მოხსენებებს (სლაიდებს);
4)    6 აპრილი  -   კონფერენცია.


ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით:
1. შრიფტი - Sylfaen;
2. ზომა - სათაურისთვის, ავტორისა და ხელმძღვანელის/ხლმძღვანელების სახელები და გვარები - 14, ძირითადი ტექსტი - 12;
3. ხაზებს შორის ინტერვალი - 1,15;
4. გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა: ძირითადი დრო8-10 წუთი, შეკითხვებისათვის - 5 წუთი.

ნაშრომების გადმოგზავნა შეგიძლიათ მისამართზე - asbcdorg@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592105850; 598691790.
http://www.facebook.com/AssociationOfSmallBusinessAndCivilDevelopment


კონფერენციაზე 10 მომხსენებლიდან სამი საუკეთესო მიიღებს I, II ან III ადგილის შესაბამის სერთიფიკატს; 7 მომხსენებელს გადაეცემა სერთიფიკატი წარმატებული მონაწილეობისთვის, ხოლო დანარჩენს სერთიფიკატი - მონაწილეობისთვის.

I და II ადგილებზე გასული მონაწილეები მიიღებენ „საქართველოს ახალაგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესს-ტრენინგებში მონაწილეობის უფლებას, რომელიც გაიმართება 24-28 აპრილს, დაბა ბაკურიანში. ტრენინგებს ატარებს ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო (ანუ აქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია) და ესტონეთის ეკონომიკური განვითარების
ცენტრი.

მონაწილეებს ექნებათ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაწესებული პრიზების მოპოვების შესაძლებლობაც.

მოხსენებებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან:
1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2.    თსუ სტუდენტური თვითმმართველობა;
3.    საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია.
4.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გისურვებთ წარმატებებს!!!