ა/წ 15 მაისს 15:00 საათზე, თსუ-ს მარო მაყაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში (თსუ პირველი კორპუსი, ნულოვანი სართული) გერმანიის საელჩო საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე.
ღონისძიების მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას გერმანიაში სწავლებაზე, სასტიპენდიო პროგრამებზე და გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო სტიპენდიაზე (IPS), რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გერმანიის პარლამენტში გაივლიან სტაჟირებას. სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2018 წლის 30 ივნისამდე. სტიპენდია განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე აქტიური ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას.
დამატებითი ინფორმაცია IPS -პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://www.bundestag.de/ips