ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-30

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ლია გვაზავა ესპანეთში, კარუნას უნივერსიტეტში (Universidade da Coruña) სასწავლებლად გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე გაიღრმავებს ცოდნას მონაცემების ანალიზთან დაკავშირებით.


კარუნას უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილე 200-ზე მეტი აპლიკანტიდან ლია გვაზავა, მისი კვლევითი საქმიანობისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, აღნიშნული უნივერსიტეტის საბჭოს მიერ შერჩეული იქნა 20 საუკეთესოთა შორის, რომლის ხარჯებსაც ესპანური მხარე სრულად დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ლია გვაზავამ დაასრულა სადოქტორო კვლევა თემაზე - „ელექტროენერგეტიკული სექტორის ბუნებრივი მონოპოლიების დანახარჯების აუდიტი მარეგულირებელი მიზნებისათვის“.


Print

« იხ. ყველა სიახლე