სტუდენტთა პრაქტიკა ფინანსთა სამინისტროში


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 2013 წლის 8 თებერვალს გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ცხადდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მოკლევადიანი პრაქტიკის პროგრამა (5 კრედიტი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

პრაქტიკაზე მიწვეულები არიან  ბაკალავრიატის მე–4 კურსის და მაგისტრატურის მე–2 კურსის მაღალრეიტინგული სტუდენტები.

გამოყოფილი ადგილების რაოდენობა:
–    ეკონომიკის პროგრამა (ყველა მოდულის სტუდენტებისთვის)– სულ 200 ადგილი;
–    ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა (მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსებისა და საბანკო საქმის მოდულ. სტუდენტებისთვის) – სულ 50 ადგილი.

ამ მიზნით ცხადდება სტუდენტთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან 4 მარტის 16:00 საათამდე. რეგისტრაცია მოხდება შესაბამისი პროფილის კათედრებზე.

რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

1. სტუდენტის პირადი ბარათი (ნიშნების ფურცელი)
2. CV  
3. პირადობის მოწმობის ასლი.

ამას გარდა, შესასაბიმის კათედრის პროფესორის ასისტენტი მოამზადებს ცხრილს, სადაც შეიტანს სტუდენტთა შემდეგ მონაცემებს:
1.    სახელი, გვარი;
2.    სწავლების საფეხური (მაგისტრია თუ ბაკალავრი);
3.    სასწავლო პროგრამა (ეკონომიკა თუ ბიზნესის ადმინისტრირება);
4.    მოდული;
5.    სწავლების სემესტრი;
6.    GPI;
7.    ტელეფონი;
8.     ელ. ფოსტა.

იმ შემთხვევაში თუ მსურველი სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს სამინისტროს მიერ გამოყოფილი პრაქტიკის ადგილების რაოდენობას, შერჩევას განახორციელებს ფინანსთა სამინიტრო სასწავლო რეიტინგების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციები განთავსდება ფაკულტეტის ვებ–გვერდზე: www.tsu.edu.ge/faculties/economics