საერთაშორისო სიმპოზიუმზე ესპანეთში
2013 წლის 24-25 იანვარს ვალენსიის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ეკონომიკის
ფაკულტეტი მასპინძლობდა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური კრიზისი:
პარადიგმის ცვლილბის დრო - სისტემური მიდგომებისკენ“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ „სისტემისტების ევროპული კავშირი“-ს ფონდი (http://ues-eus.eu), „ბიზნეს სისტემების ლაბორატორია“ (http://www.bslaboratory.net/), „სისტემებისა და კიბერნეტიკის მეცნიერების საერთაშორისო აკადემია“ (http://www.iascys.org/), ვალენსიის უნივერსიტეტში არსებული ინოვაციისა და სოციალური პოლიტიკის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (http://www.polibienestar.org/) და ვალენსიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (http://www.uv.es/economia).
საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო საბჭოს წევრები იყვნენ საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერები გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, ფინეთიდან, ჩინეთიდან. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო 100-მდე მოხსენება, რომელთა შორის იყვნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორი ასოცირებული პროფესორი:
ინეზა გაგნიძე (მოხსენების თემა: „გარდამავალ ქვეყნებში განათლებისა და მეცნიერების კლასტერის უხილავი ეფექტების შესახებ“) და
ია ნაცვლიშვილი (მოხსენების თემა: „ეკონომიკური თანამშრომლობის ინოვაციური მიდგომების საჭიროება პოსტ-კრიზისულ პერიოდში“).
მოხსენებები გამოქვეყნდა ელექტრონული ფორმატით საავტორო უფლებების დაცვით (Proceedings, International Symposium THE ECONOMIC CRISIS: TIME FOR A PARADIGM SHIFT – TOWARDS A SYSTEMS APPROACH, ISBN 9788890824210, January 24-25, 2913).
სიმპოზიუმის ორგანიზატორს პროფ. ხოსე როდოლფო ჰერნანდეს-კარიონსა და სიმპოზიუმის სამეცნიერო ხელმძღვანელს პროფ. ჯანდოლფო დომინიცის გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი გამოცემა. სიმპოზიუმზე საფუძველი ჩაეყარა ფართო და საინტერესო სამეცნიერო კავშირებს. საქართველოს წარმომადგენლები უკვე მიწვეული არიან 2014 წელს დაგეგმილ ამავე სიმპოზიუმზე.