2018-08-02

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთა წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი, საქართველოს პარლამენტის მიერ, 4 წლის ვადით, არჩეული არიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრებად.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს და ვუსურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის განვითარების დიდმნიშვნელოვან საქმეში.

Print

« იხ. ყველა სიახლე