2018-04-04

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ახლადარჩეული დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის შეხვედრა ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ახლადარჩეული დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე შეხვდა  ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. მან გულითადი მადლობა გადაუხადა როგორც ფაკულტეტის საბჭოს, ისე ფაკულტეტის მთლიან კოლექტივს, გამოჩენილი ნდობისათვის და აღუთქვა, რომ თავს არ დაზოგავს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მიზნების მისაღწევად, თითოეული სტუდენტის წარმატებისა და თითოეული პროფესორის ნაყოფიერი მუშაობისათვის. პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი სააღდგომო დღესასწაულები წინასწარ მიულოცა.





Print

« იხ. ყველა სიახლე