7 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Bloomberg-ის ლაბორატორიას ეწვია Bloomberg-ის ლონდონის სათაო ოფისის წარმომადგენელი იგორ ლევინი, რომელიც შეხვდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიორგი ღაღანიძეს და თსუ-ის Bloomberg-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ემზარ ჯგერენაიას.
სტუმარმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა მასტერკლასი თსუ-ს Bloomberg-ის ლაბორატორიაში, Bloomberg-ისა და სავალუტო ბაზრების შესახებ.