2017-12-05
შეხვედრა გორის სკოლების მოსწავლეებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა, აგრძელებს თბილისისა და რეგიონების სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის გასვლით შეხვედრებს და ა.წ. 5 დეკემბერს, ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლას ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი ქალბატონი მარინა ლომოური, თსუ „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ კოორდინატორი მარი უკლება და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი.
ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სკოლის უფროსკლასელებს გააცნეს დედა უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, ფაკულტეტის დღევანდელი სტრუქტურა და არსებული სასწავლო პროგრამები. გორელ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის წარმომადგენლების სტუმრობამ და მათ, სწავლის პირობების შესახებ, სტუმრებს მრავალი შეკითხვა დაუსვეს.
შეხვდრის შემდეგ სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა რეგიონის სოფლების იმ მოსწავლეების დაჯილდოება, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს აქტიურობა გამოიჩინეს "ნორჩ ეკონომისტთა სკოლის" ღონისძიებებში.

« იხ. ყველა სიახლე