ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის CEEMAN წევრი გახდა


CEEMAN არის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების ასოციაცია, რომელიც დაარსდა 1993 წელს. მისი  მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მართვის ხარისხის ზრდის  დაჩქარება და განვითარება.
ეს არის მენეჯმენტის განვითარების გლობალური ქსელი, სადაც გაწევრიანებული არიან მენეჯმენტის სფეროში მოღვაწე, განათლების მაღალი ხარისხით და ინოვაციებით დაინტერესებული ორგანიზაციები.
CEEMAN დღეისათვის აერთიანებს 200–ზე მეტ ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ წევრს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის 50 ქვეყანაში.
2012 წლის სექტემბრიდან ორგანიზაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიც შეუერთდა.