თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ჰაილბრონის (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო ქართულ–გერმანული სტუდენტური დისკუსია–სემინარი
2013 წლის 22 მარტს, გაიმართა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ჰაილბრონის (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო ქართულ–გერმანული სტუდენტური დისკუსია–სემინარი თემაზე: „საქართველო–ევროკავშირი“. ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდა ჰაილბრონის (გერმანია) სტუდენტთა დელეგაცია, პროფესორ ზიგფრიდ კლინგის ხელმძღვანელობით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰაილბრუნის უნივერსიტეტს შორის არსებობს პარტნიორული ურთიერთობა და პერიოდულად ქართველი სტუდენტები და დოქტორანტები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში.
დღევანდელი სემინარი შედგა პროფესორ ზიგფრიდ კლინგის ინიციატივით, რომელიც ჰაილბრუნის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს კულტურის მენეჯმენტის მიმართულებას. მან შეკრიბა 9 სტუდენტი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ემოგზაურათ საქართველოში და წარმოედგინათ საკუთარი ხედვა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე. სემინარში მონაწილეობენ ასევე ქართველი სტუდენტები რომლებიც გერმანელ სტუდენტებთან საინტერესო დისკუსია გამართეს.
გერმანელ სტუმრებს მიესალმა და სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა აკაკი ხელაძემ.