2018-05-16
რიგით მესამე ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრძელდება პროექტი სახელწოდებით ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“, რომლის ინიციატორია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. მიმდინარე წლის 11 მაისს ჩატარდა რიგით მესამე ღონისძიება, რომელიც გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებები ფაკულტეტზე გაიმართება რეგულარულად, ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სტუდენტებისათვის არა მხოლოდ ცოდნის გასაფართოებლად და პროფესიული უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად, არამედ დებატებისა და დისკუსიის კულტურის განსავითარებლადაც.
დებატების თემა იყო ,,დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში“, რომელშიც 8 სტუდენტი მონაწილეობდა. მოდერატორი იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ირაკლი მაკალათია.
ეკონომიკურ დებატებში მონაწილეობდნენ:
1. მარიამ ტიტვინიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. ედუარდ შამილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. ნინო ოვაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4. დავით ალუდაური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. მიხეილ ბიჭაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი
6. დავით ვარდიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. აკაკი კვირიკაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. ანა ზაზაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო დებატებში მონაწილეობა სხვადასხვა ასპექტით, კერძოდ: თანატოლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ასეთი ფორმით, ახალი ინფორმაციის მიღება და კრიტიკული ანალიზი, აგრეთვე დებატებისა და დისკუსიების უნარ–ჩვევების შესწავლა. მათ მადლობა გადაუხადეს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრას საინტერესო პროექტისათვის და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს ეს პროექტი.

« იხ. ყველა სიახლე