2018-02-28

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (GBDC) კავკასია

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (GBDC) კავკასია 2016 წლიდან წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე. შეგახსენებთ რომ GBDC კავკასია 2002 წელს დაარსდა თსუ-ის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მიერ. GBDC კავკასიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების და ფაკულტეტის აქტიური მონაწილეობით, რაც მოიცავას დამწყები ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას (ბიზნეს გეგმების შედგენა, ტრენინგები, ბაზრის კვლევები და მენეჯმენტ კონსალტინგი).  

2002 წლიდან 2015 წლის ჩათვლით GBDC კავკასიის ოფისი განთავსებული იყო თსუ - ის ბიბლიოთეკის შენობაში, მე-7 სართულზე. აღნიშნულ პერიოდში დიდი რაოდენობით ბიზნესის განვითარების და სტუდენტების დასაქმების პროექტები განახორციელდა საქართველოს მაშტაბით (დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ორგანიზაციის ვებ გვერდი www.gbdc.ge), რაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღების და თსუ-ის ადამიანური და ტექნიკური რესურსების ჩართულობის შედეგია.

ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, ბატონი თეიმურაზ ბერიძის პირადი ჩართულობით და ხელშეწყობით, 2016 წლის ზაფხულში, GBDC კავკასიის ოფისი ფაკულტეტის მე-13 სართულზე განთავსდა, ფაკულტეტის სტუდენტებს და ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს უფრო მეტი საშუალება და დრო მიეცათ, რომ ჩართული ყოფილიყვნენ GBDC - ის მიერ ინიცირებულ ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების პროექტებში, რომლებიც სტუდენტებს აძლევენ ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას და აკადემიურ პერსონალს კი შესაძლებლობას დააკვირდნენ სტუდენტების ცოდნის გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში. ასევე,  აღნიშნულ პროექტებში ჩართვა, სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

2016 წლიდან GBDC - იმ საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით და თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ჩართულობით შემდეგი პროექტები განახორციელა:

2015 - 2016 წელი - ძლიერი ქალები სოფლად
დონორი - ENPARD, ევრო კვშირი
დასაქმებული თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები:
ნინო ნადიბაიძე, გვანცა ნამორაძე
ამჟამად GBDC - ის ხელშეწყობით სტუდენტები სწავლობენ ბავარიის აგრარულ სასწავლებელში -  Hochschule Weihenstephan-Triesdorf  მაგისტრატურაზე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავენ გააგრძელონ თანამშრომლობა GBDC - თან.
აკადემიური პერსონალი - ეთერი ხარაიშვილი, მიკროეკონომიკის კათედრა.

2016 – 2017 - მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა აჭარაში
დონორი - აჭარის წყალი ჯეორჯია, IFC
თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები: ნინო ნიაური
აკადემიური პერსონალი  - სიმონ გელაშვილი, სტატისტიკის კათედრა; ელგუჯა მექვაბიშვილი - ეკონომიკური თეორიის კათედრა

2017 - იძულებით გადაადგილებული ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა
დონორი - FAO - გაერთიანებული ერების კვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები:
ნინო ნიაური, მარიამ ლომსაძე, ლევან გაფრინდაშვილი
აკადემიური პერსონალი  - ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკური თეორიის კათედრა
ბესო კალანდაძე, ზუსტ საბუნიბესმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - გეოგრაფიის დეპარტამენტი

2016 – 2017 - სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების პროგრამა
დონორი - ENPARD, ევრო კავშირი
თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები: ნინო ნიაური
აკადემიური პერსონალი - ეთერი ხარაიშვილი, მიკროეკონომიკის კათედრა; ეკა ჩოხელი, მენეჯმენტის კათედრა

2016 – 2017 - სტუდენტური პროექტები/ინიციატივები - აგრო პორტალი - სოფლად ბიზნესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ინიციატივა, კონფერენცია - „სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში“ და სტუდენტური ინკუბატორი - ტრენინგები ბიზნეს დაგეგმარებაში დ მარკეტინგში
დონორი - GBDC კავკასია
თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კონფერენციაში და წარმოადგინეს ნაშრომები:
შოთა ქათამაძე
დიანა ჩიხლაძე
ნინო ოვაშვილი
ედუარდ შამილაძე
შოთა ნათენაძე
მამუკა ოქროპირიძე
გიორგი მუმლაძე
ნინო კვარაცხელია
გიორგი ჯაფოშვილი
ლიკა ფუხაშვილი
მარიტა მებუკია
თორნიკე აბულაძე
თამარ ჩიტინაშვილი
ლევანი გაფრინდაშვილი

ტრენინგებში ჩართული თსუ-ის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები:
ნინო ნიაური
თიკა სხილაძე
ანა ჯმუხაძე
მარიამ ბარბაქაძე
ნინო ლომიძე
ციალა კუჭაძე
სალომა კახიძე
ნატა პაპუაშვილი
დავით ალიმბარაშვილი
ნინო ჭინჭარაშვილი
გიორგი კიკნაძე
თენგიზ ღამბაშიძე
ვერიკო ფაცინაშვილი
გიგა ხელაშვილი
სოფო ჭინჭარაძე
გიორგი ბეროშვილი
გიორგი მაჭავარიანი
ნინო ხიმშიაშვილი
ლევან გაფრინდაშვილი
ნინო ლომიძე
აკადემიური პერსონალი
სიმონ გელაშვილი, სტატისტიკის კათედრა
გულნაზი ერქომაიშვილი, მიკრო ეკონომიკის კათედრა

2018 – IFAD – DANIDA - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ინიცირებული სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტი.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 30-დან 50 სტუდენტამდე და 5-დან 10 აკადემიურ პერსონალამდე ჩართვა აღნიშნულ პროექტში, რომელიც საქართველოს მაშტაბით ბიზნეს გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ ინიცირებული ბიზნეს სტარტაპებისთვის.
მიმდინარე პროექტში GBDC - ის პარტნიორი ორგანიზაციებია:
Saint Marys University – Sobey School Business Development Center - კანადა - http://www.smu.ca/academics/sobey/business-development-centre.html   (რომელმაც 2002 წელს მიიღო მონაწილეობა GBDC - ის დაფუძნებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად)
საქართველოს ფინანსური ჯგუფი www.fmg.ge   
პროექტის სტატუსი:  მოლაპარაკებები კონტრაქტის გაფორმებაზე GBDC კავკასიასთან დაიწყება როგორც კი შემოვა შესაბამისი აპლიკაციების რაოდენობა ბიზნეს გეგმების შემუშავებაზე.

GBDC კავკასიის კონსორციუმი არის 7 საკონსულტაციო ორგანიზაციასთან ერთად, რომლებმაც უნდა შეიმუშავონ ბიზნეს გეგმები.

ახალგაზრდები, ვისაც სურთ ბიზნესის დაწყება სოფლად  უნდა დარეგისტრირდნენ www.danida.apma.ge ვებ გვერდზე და შეავსონ აპლიკაცია გრანტის მისაღებად.   

Print

« იხ. ყველა სიახლე