საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის გოგიტა თოდრაძის მოხსენება თემაზე: ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ინფლაცია საქართველოში"
5 დეკემბერს, სამშაბათს 14:00 საათზე თსუ მაღლივ კორპუსში, აუდიტორია 206–ში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ეკონომიკის დოქტორმა გოგიტა თოდრაძე წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე: ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ინფლაცია საქართველოში".
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას დაესწრო სამივე საფეხურის სტუდენტთა დიდი რიცხოვნობა, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
მომხსენებელმა ფართოდ ისაუბრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, სამომხმარებლო ფასებზე სტატისტიკური დაკვირვების პროგრამულ და შერჩევით მეთოდოლოგიაზე, ასევე საველე სამუშაოებზე.
მომხსენებელმა ასევე საინტერესოდ წარმოადგინა საქსტატის მიერ ინფლაციის გაანგარიშების კონკრეტული მეთოდოლოგია და პრაქტიკული ტექნოლოგია, ფართოდ განიხილა საქონლისა და მომსახურების ის ნომენკლატურა, რომელთა ფასების ცვლილებაც უფრო მეტად აყალიბებს ინფლაციის დონეს საქართველოში.
ძირითადი მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია: დაისვა მრავალი საინტერესო შეკითხვა, რომლებზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა.
პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა აღნიშნა, რომ მოხსენება საინტერესო იყო და ასეთი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს. სასურველია ეკონომიკური პროფილის სხვა სამინისტროების წარმომადგენლების მოხსენებების მოსმენაც.
ღონისძიების ინიციატორი იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი.