2018-05-01
თამბაქოს მოწევის აკრძალვა
თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად მოწევის აკრძალვა კონკრეტულ ტერიტორიებზეთამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად: 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს (ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი, პაპიროსი, სიგარა, სიგარილა, საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო, შესახვევი თუთუნი, დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა) მოწევა აკრძალულია: გ) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო,პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო
დაწესებულებების,ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე
ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე (ეზოებშიც), აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !
« იხ. ყველა სიახლე