ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მიმართვა სტუდენტებს
ძვირფასო სტუდენტებო,
გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ა. წ. 18–დან 25 ივნისამდე ტარდება სტუდენტთა გამოკითხვა, რომლის მიზანია სწავლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტების ეფექტიან უკუკავშირს ადმინისტრაციასთან, ვინაიდან სტუდენტი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს წარმატებულ საქმიანობას. ვფიქრობ, კითხვარი თქვენთვისაც სასარგებლო იქნება კომუნიკაციის საშუალების თვალსაზრისით.
გამოკითხვის მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ობიექტურობასა და გულისხმიერებას გამოიჩენთ კითხვარის შევსებისას. კვლევითი ჯგუფი პასუხისმგებელია რესპონდენტის ანონიმურობის დაცვაზე. ჩვენ საბოლოოდ გავაანალიზებთ მხოლოდ ერთიან მონაცემებს. მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას გამოკითხვის კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის დაცვაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეფასება, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციისთვის, ძალიან კარგი საშუალებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ პროცესის ობიექტურობას იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ და გქონდეთ სურვილი მოგვაწოდოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია.
მერწმუნეთ, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შევძლებთ სწავლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ჩვენს ფაკულტეტზე.
წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და წარმატებებს გისურვებთ დასკვნით გამოცდებზე!

აკაკი ხელაძე
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი