ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა საჯარო ლექციების ციკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს:
-პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების გამოწვევები’’
ტურიზმის
მდგრადი განვითარება ითვალისწინებს დარგის სტაბილურ ფუნქციონირებას
ხანგრძლივ პერიოდში ჩართული მხარეების ინტერესების დაბალანსებით და
გარემოსთან რაციონალური ურთიერთობით. საქართველოში ტურიზმი ვითარდება
მზარდი ტემპებით და იკავებს წამყვანი მიმართულების პოზიციებს გარემოზე
სისტემური და მაშტაბური ზეგავლენით. შესაბამისად იზრდება მდგრადი
განვითარების გამოწვევების გათვიცნობიერების, შესწავლის და თანმხლები
პრობლემების გადაჭრის აქტუალობა.
ტურიზმის განვითარება
საქართველლოში, გარდა რიგი დადებითი თვისებებისა, ხასიათდება გარკვეული
რისკებით, რომლებიც იზრდება დარგის განვითარებასთან ერთად. მათ შორისაა,
გამოკვეთილი დამოკიდებულება ბაზრის ცალკეულ და რისკის შემცველ
სეგნმენტებზე; დარგის დამოკიდებულება იმპორტულ მომარაგებაზე, რაც ამცირებს
ტურიზმის აგილობრივ ეკონომიკაზე დადებითი ზეგავლენის ეფექტს; მაღალი კლასის
სასტუმროებისა და ტურიზმის მცირე ბიზნესის პარალელური განვითარება
მოწყვლადს ხდის მცირე ბიზნესს მისი დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო, რაც
შეიცავს სოციალური პრობლემების რისკებს; მაღალმთიანი რეგიონების ათვისება
ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის დღის წესრიგში აყენებს ეკოლოგიურ
გამოწვევბს და სხვა.
-თსუ-ის დოქტორანტმა მაია გიორბელიძემ, ლეაციით - ,,როგორ გადავჭრათ ეკონომიკური პრობლემები ინოვაციური დაფინანსების მექანიზმებით’’
თანამედროვე მსოფლიოს მაკროეკონომიკური გარემო ბევრი ცვლილებით ხასიათდება და სახელმწიფოს შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რთული მოსაგვარებელი ხდება. შესაბამისად, მომხსენებელმა მიმოიხილა დაფინანსების პოტენციურ მექანიზმები მსგავსი ტიპის გამოწვევების გადასაჭრელად. იგი ასევე შეეხო ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებს კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების ჩართვის გზით. ლექციაზე ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა, სოციალური ზეგავლენის ვალდებულება, „ინვესტირება შედეგებისათვის“ და ა.შ.
-თსუ-ის დოქტორანტმა ანი ჩაგელიშვილმა, რომელმაც წაიკითხა ლექცია ,,წარმატებული კომპანიების საუკეთესო გადაწყვეტილებები’’
თანამედროვე ცვალებად გარემოში ორგანიზაციები იღებენ მრავალფეროვან და განსხვავებული სირთულის გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა მიმართულია ორგანიზაციის მიზნის მიღწევისკენ. ბიზნეს სუბიექტები მუდმივად სვამენ კითხვებს, მათ შორის ისეთებს როგორებიცაა: რა გახდის კომპანიას უფრო შემოსავლიანს? როგორ მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა? როგორ გაიზრდება ბაზრის წილი? გარკვეული თვალსაზრისით გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა იყოს. ლექციაზე განხილულ იქნა გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მისი ეტაპები და პირობები; წარმოდგენილი იყო გადაწყვეტილების ტიპები, მათი შეზღუდვები და აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.
Samsung, Ford, Apple, Boeing, Intel - ეს იმ კომპანიათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გადაწყვეტილებებმა მათ წარმატება მოუტანეს და რომელთაც ბიზნეს სამყარო კარგად იცნობს. ლექციაზე წარმოდგენილი იქნა სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებები, განხილული იყო მათი სტრუქტურა, თანმიმდევრობა და შესაბამისობა თეორიულ მენეჯმენტთან.