თსუ–ს და ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი სადოქტორო სემინარი და თემატური მრგვალი მაგიდა


ამა წლის 10-15 აპრილს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრად ეწვევა ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტის აღრიცხვისა და კონტროლინგის მიმართულების პროფესურა და 9 მეცნიერ-თანამშრომელი. ვიზიტის მიზანია, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საგაზაფხულო სადოქტორო სემინარისა და თემატური მრგვალი მაგიდის მოწყობა.

ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა შემდეგი საჯარო განხილვები:

10 აპრილი. 15:00 – 16:30 საათზე. თსუ-ს I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
მიმდინარე აქტუალური კვლევითი ნაშრომების საჯარო განხილვა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო რეგულირების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და კაპიტალის ღირებულების გაანგარიშების თემატიკაზე.
ძირითადი მომხსენებლები: მიხაელ მეზერი და იან ვოლკმერი

12 აპრილი. 11:00 – 12:30 საათზე. თსუ-ს I კორპუსი, 107 აუდიტორია
თემატური მრგვალი მაგიდა პროფესორებისათვის: "Regulating Capitalism - The Evolution of Transnational Accounting Governance" (Facilitator Prof. Zimmermann)

12 აპრილი. 16:00 – 17:30 საათზე. თსუ-ს I კორპუსი, 107 აუდიტორია
თემატური მრგვალი მაგიდა დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის: "Developments in Empirical Accounting Research" (Facilitator  Prof. Zimmermann)

სამუშაო ენა ინგლისური.

თსუ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ აღნიშნულ საჯარო განხილვებს. ამას გარდა, თსუ დოქტორანტებს სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი სადოქტორო დისერტაციის თეზისები და კვლევის აღწერილობა.

ყურადღება!
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მსურველი 8 აპრილამდე, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურში (თსუ მაღლივი კორპუსი, ოთახი 602, ტელ.: 2302782, e-mail: economics@tsu.ge)