ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-23

აკადემიური პატიოსნების საკითხის აქტუალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში

მიმდინარე წლის 14 -17 მაისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის  Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY) / აკადემიური პატიოსნება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის საქართველოს უსდ-ებში ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში, რომელიც განხორციელდა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს + პროგრამის მიერ. სამუშაო შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პატიოსნების უზრუნველყოფის ამაღლების მიზნით ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილოებდნენ პროექტში ჩართული უმაღლესი სასწავლებლების კონსორციუმის წარმომადგენლები, პროექტის უცხოელი პარტნიორები ვენის უნივერსიტეტის (UNIVIE, ავსტრია) დოქტორანტურის ცენტრის წევრი, დოქტორი გაბრიელა ვოივოდა,  დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტის (DCI, ირლანდია) აკადემიური განვითარების სწავლების უზურნველყოფის ერთეულის წევრი, დოქტორი ფიონა ორიორდანი, როეჰემპტონის უნივერსიტეტის (UR, გაერთიანებული სამეფო) კომპიუტერული განათლების ლექტორი, დოქტორი მაილს ბერი, პროექტის ქართული მხარის კოორდინატორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტიდან.

სამუშაო შეხვედრებზე განსახილევლად  წარმოდგენილ იქნა შემდეგი თემატიკა: აკადემიური წერის კურიკულუმის თემატიკის საკვანძო საკითხების,  როგორებიცაა აბსტრაქტი, დასკვნა, ლიტერატურის მიმოხილვა, პრეზენტაცია, სწავლების აუცილებლოების შესახებ; შეფასების სტრატეგიები და აკადემიური  პატიოსნების უზრუნველყოფა; აკადემიური წერის კურიკულუმის გადასინჯვის საჭიროება; აკადემიური პატიოსნება და მუდლი (MOODLE), როგორც სოციალური სტრუქტურის ფორმირების ინსტრუმენტი; აკადემიური პატიოსნების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და ლექციების, მოდულებისა და პროგრამების შეფასება-განვითარება; სტუდენტთა მომსახურებები და ტუტორიუმი / ინდივიდუალური კონსულტაციები აკადემიური პატიოსნების უზრუნველსაყოფად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგალითის განხილვა აკადემიური წერის სწავლების საკითხზე.

პრეზენტაციებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების დროს აქტიურად იქნა გამოყენებული დისკუსიის და ჯგუფური მუშაობის მეთოდი. დასასრულს მონაწილეებმა წარადგინეს 6 თვიანი სამოქმედო გეგმების სამუშაო ვარიანტები, რომლებიც განხილული უნდა იყოს უნივერსიტეტების ადმინისტრაციასთან, რათა მათი მხარდაჭერის საფუძველზე შესაძლებელი გახდეს გეგმების მოქმედებაში მოყვანა. შეხვედრის მონაწილეებს მიეცა დავალება უზრუნველყონ 2 პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან  და პროექტთან დაკავშირებით, რაც აკადემიური პატიოსნების კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

პროგრამამ ცხადჰყო, რომ გააქტიურდა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წინაშე არსებული ძალიან რთულ გამოწვევა, რომელიც აკადემიური პატიოსნების და მისი უზრუნველყოფის საკითხს ეხება. მონაწილეთა დამოკიდებულება ამ აქტუალურ საკითხზე იყო ერთმნიშვნელოვანი, რადგან ის საჭიროებს ერთიან ძალისხმევას და მუშაობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე