2018-11-14
აუდიტორული კომპანია „Nexia international“ - ის შეხვედრა სტუდენტებთან
ნექსია თიეი წარმოადგენს მსოფლიო ათეულში შემავალ, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას „Nexia international“.ნექსია თიეი საქართველოს ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა და ყოველწლიურად აქტიურად იზრდება. დღეის მონაცემებით კომპანიაში დასაქმებულია 120 ადამიანი.კომპანია კონტრაქტორებს სთავაზობს შემდეგ მიმართულებებს:
- აუდიტორული მომსახურება
- IFRS
- საბუღალტრო მომსახურება
- საგადასახადო მომსახურება
- საკონსულტაციო მომსახურება
- მხარდაჭერა საგადასახადო დავებისას
- იურიდიული მომსახურება
- საშემფასებლო მომსახურება
- გარიგების მხარდაჭერა
- რეპორტინგი და ბიუჯეტირება
- ბიზნესგეგმის შედგენა
შეხვედრის დრო და ადგილი: 15 ნოემბერი, 15:00 საათი, თსუ X (მაღლივი) კორპუსი 206-ე აუდიტორია
15:00 კომპანიის წარმომადგენლობის შეხვედრა/გაცნობა სტუდენტებთან
15:10 სერთიფიცირებული ტრენინგი თემაზე: „ფინანსური უწყისები და მათი სტრუქტურა“; ტრენერი - დავით ბოჭორიშვილი
16:00 დასაქმების ფორუმი
« იხ. ყველა სიახლე