2017-12-15
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა თბილისის მე-20 საშუალო სკოლას ესტუმრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა აგრძელებს სკოლებში უფროსკლასელ მოსწავლეებთან შეხვედრებს და ა.წ. 14 დეკემბერს ქალაქ თბილისის მე-20 საჯარო სკოლას ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, თსუ „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ კოორდინატორი მარი უკლება, ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი და ფაკულტეტის არქივის თანამშრომელი ნანა ბუაძე.ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სკოლის უფროსკლასელებს გააცნეს დედა უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, ფაკულტეტის დღევანდელი სტრუქტურა და არსებული სასწავლო პროგრამები.
სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის პროფესორების სტუმრობამ და მათ, სწავლის პირობების შესახებ, სტუმრებს მრავალი შეკითხვა დაუსვეს.
« იხ. ყველა სიახლე