2020 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ
ელენე ფიცხელაურის სადისერტაციო ნაშრომის:
,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თანამედროვე ტენდენციების სტატისტიკური კვლევა“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
პროფესორი სიმონ გელაშვილი
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრები: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი ნუგზარ თოდუა, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
(თავმჯდომარე), პროფესორი დემურ სიჭინავა, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
(მოადგილე), პროფესორი თემურ შენგელია, პროფესორი მამუკა ნადარეიშვილი
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე
(მდივანი), ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი რუსუდან ქინქლაძე
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).