2018-04-12
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო პროექტის ერთდღიანი, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
მიმდინარე წლის 12 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიწვევით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ერთდღიან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტურში.
სტუდენტები ეწვივნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „წითელი ხიდი“, ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონას „თბილისი“ და გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრს.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურის შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში სახელწოდებით „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“. პროგრამა მიზნად ისახავს, მომავალი გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო კულტურისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, საზოგადოებაში საგადასახადო ცნობიერების ამაღლებასა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

« იხ. ყველა სიახლე