ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-22

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო კორპორაცია ევექსის „სტუდენტური პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება

სამედიცინო კორპორაცია ევექსი სტუდენტებს სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას.

პროგრამა მოიცავს სტუდენტებისთვის უფასო დაზღვევას, სტიპენდიის პროგრამას, დასაქმებას და უნივერსიტეტის ღონისძიებების მხარდაჭერას. პროგრამაში რეგისტრაცია ყველა სტუდენტისთვის უფასოა, პრეზენტაციის ფარგლებში დარეგისტრირებულ სტუდენტებს გადაეცემა საჩუქარი შემდეგი აქსესუარებიდან: ზურგჩანთა, თერმო ჭიქა, ნაჭრის ჩანთა, ტელეფონის სამაგრი წელის ჩანთა.

პრეზენტაციას წარმოადგენენ: ნათია კაპანაძე - ევექსის კომერციული პროექტების და გაყიდვების განყოფილების უფროსი და ეკა აბურჯანიძე- ევექსის გაყიდვების სამსახურის უფროსი.

შეხვედრა ადგილი:
24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის 204-ე აუდიტორია
25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე